Saturday, April 22, 2017


                                       მეცხრე დღე
დღევანდელი     ტრენინგი   ყველაზე საინტერესო და სახალისო იყო. თითოეულმა  ჩვენგანმა დავასრულეთ ჩვენი პროექტი, ყველა კომპონენტის ჩათვლით.და გავაკეთეთ პრეზენტაცია. ყოველი ჩვენგანის ნამუშევარი ძალიან საინტერესო იყო, გამდიდრებული სხვადასხვა ფოტო-მასალით, კვლევის შედეგებით. მომეწონა ძალიან ნატალია არაბულის პროექტი თემაზე "მოგზაურობა სანქტ-პეტერბურგში," ჟუჟუნა ჯაშის პროექტი "გზა ევროპისკენ",  ქეთის პროექტი "მზის ენერგიაზე", მანანა კუნელაშვილის თემა "ვირუსული ინფექციები".
ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ტრენინგით.მინდა აღვნიშნო ,რომ ბევრი ახალი ვისწავლე და აუცილებლად გამოვიყენებ  პრაქტიკაში.
მადლობა ქალბატონ მანანას საინტერესო ტრენინგისთვის💓💓💓.

Sunday, April 9, 2017

ტრენინგის მერვე დღე.

დღეს  პროექტის გეგმაში შევიტანეთ ცვლილებები, დავასრულეთ პროცედურები. მეშვიდე მოდულში გავეცანით სასწავლო პროექტის ჩეკლისტს, გავეცანით პორტფოლიოს ჩეკლისტს და პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას.მოსწავლეთა ფასილიტაციის მიზნით
გუგლ ფორმში შევქმენით კითხვარი.

Saturday, April 8, 2017

დღეს ჩვენი პროექტის მეშვიდე დღეა, შევამოწმეთ ჩვენი ნაშრომი, რომ თუ რამე გვაქვს შევავსოთ. გავეცანით მოსწავლეთა დიფერენცირებული სწავლებისთვის გარდნერის თეორიას, რომ გამოვიყენოთ ინდივიდუალური სწავლების დროს. მოვიძიეთ პროექტის ფარგლებში მოსწავლეთა დახმარებისთვის ხარაჩო.დიფერენცირებული  სწავლებისთვის გავეცანით კითხვარს. საინტერესო სამუშაო იყო დღეს, კმაყოფილი ვარ.

Saturday, April 1, 2017

დღეს ტრენინგის მეხუთე დღეა

მოსწავლის პოზიციიდან გავაკეთეთ სლაიდშოუ, ჩვენი პროექტის მიზნების და შედეგების გათვალისწინებით. ვისწავლეთ სურათების გადმოწერა, ლინკის დადება და ჩასმა. რომელიც შევინახეთ გამოყენებულ ლიტერატურაში. გავეცანით საავტორო უფლებებთან დაკავშირებული საკითხები.

                                       მეცხრე დღე დღევანდელი     ტრენინგი   ყველაზე საინტერესო და სახალისო იყო. თითოეულმა  ჩვენგანმა დავას...