Saturday, April 22, 2017


                                       მეცხრე დღე
დღევანდელი     ტრენინგი   ყველაზე საინტერესო და სახალისო იყო. თითოეულმა  ჩვენგანმა დავასრულეთ ჩვენი პროექტი, ყველა კომპონენტის ჩათვლით.და გავაკეთეთ პრეზენტაცია. ყოველი ჩვენგანის ნამუშევარი ძალიან საინტერესო იყო, გამდიდრებული სხვადასხვა ფოტო-მასალით, კვლევის შედეგებით. მომეწონა ძალიან ნატალია არაბულის პროექტი თემაზე "მოგზაურობა სანქტ-პეტერბურგში," ჟუჟუნა ჯაშის პროექტი "გზა ევროპისკენ",  ქეთის პროექტი "მზის ენერგიაზე", მანანა კუნელაშვილის თემა "ვირუსული ინფექციები".
ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ტრენინგით.მინდა აღვნიშნო ,რომ ბევრი ახალი ვისწავლე და აუცილებლად გამოვიყენებ  პრაქტიკაში.
მადლობა ქალბატონ მანანას საინტერესო ტრენინგისთვის💓💓💓.

Sunday, April 9, 2017

ტრენინგის მერვე დღე.

დღეს  პროექტის გეგმაში შევიტანეთ ცვლილებები, დავასრულეთ პროცედურები. მეშვიდე მოდულში გავეცანით სასწავლო პროექტის ჩეკლისტს, გავეცანით პორტფოლიოს ჩეკლისტს და პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას.მოსწავლეთა ფასილიტაციის მიზნით
გუგლ ფორმში შევქმენით კითხვარი.

Saturday, April 8, 2017

დღეს ჩვენი პროექტის მეშვიდე დღეა, შევამოწმეთ ჩვენი ნაშრომი, რომ თუ რამე გვაქვს შევავსოთ. გავეცანით მოსწავლეთა დიფერენცირებული სწავლებისთვის გარდნერის თეორიას, რომ გამოვიყენოთ ინდივიდუალური სწავლების დროს. მოვიძიეთ პროექტის ფარგლებში მოსწავლეთა დახმარებისთვის ხარაჩო.დიფერენცირებული  სწავლებისთვის გავეცანით კითხვარს. საინტერესო სამუშაო იყო დღეს, კმაყოფილი ვარ.

Saturday, April 1, 2017

დღეს ტრენინგის მეხუთე დღეა

მოსწავლის პოზიციიდან გავაკეთეთ სლაიდშოუ, ჩვენი პროექტის მიზნების და შედეგების გათვალისწინებით. ვისწავლეთ სურათების გადმოწერა, ლინკის დადება და ჩასმა. რომელიც შევინახეთ გამოყენებულ ლიტერატურაში. გავეცანით საავტორო უფლებებთან დაკავშირებული საკითხები.

Sunday, March 26, 2017

დღე მეოთხე

დღეს ვიმუშავეთ მეორე მოდულის მესამე აქტივობის ირგვლივ. გავეცანით და შევავსეთ პროექტის გეგმების შეფასების ინსტრუმენტები. ჯგუფზე დაკვირვების, პროგრესზე მონიტორინგის რუბრიკები. შევადგინეთ და შევავსეთ დიაგრამა ვიცი, მინდა ვიცოდე,
ვისწავლე.

Saturday, March 25, 2017

ტრენინგის მესამე დღე
 

გავეცანი სტანდარტების  და  მიზნების რუბრიკას, ბლუმის ტაქსონომიის ზმნების კლასიფიკაციას, ეროვნული სასწავლო  გეგმებიდან შევარჩიეთ მაღალ სააზროვნო უნარებზე  გამსვლელი კითხვები,   პორტალიდან  გადმოვწერე სტანდარტის შესაბამისი ინდიკატორები და  აქედან გამომდინარე  შევავსე  ჩემი პროექტის მიზნები.შევარჩიეთ პროექტისთვის ზოგადი კითხვა. ავტვირთეთ დრაივში ჩვენი ნამუშევარი.

                                       მეცხრე დღე დღევანდელი     ტრენინგი   ყველაზე საინტერესო და სახალისო იყო. თითოეულმა  ჩვენგანმა დავას...